დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებისთვის ხანძრის დროს ქცევის წესების თეორიული და პრაქტიკული სწავლება

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მიერ ადმინისტრირებულ ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის, ბაღდათის და საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში, სახანძრო უსაფრთხოების და ხანძრის დროს ქცევის წესების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.

დღის ცენტრებმა სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი აქტივობებით, სერვისით მოსარგებლეებს სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სიმულაციური ვარჯიში ჩაატარეს, რომელიც მოიცავდა ხანძრის ჩაქრობას და ევაკუაციას.

თერჯოლის დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეებს შესაძლებლობა ქონდათ თერჯოლის სახანძრო სამსახურის მეხანძრეებისგან მიეღოთ თეორიული ცოდნა, ასევე დაეთვალიერებინათ სახანძრო სამაშველო ინვენტარი და გაცნობოდნენ მათი მოხმარების წესებს.

საგურამოს დღის ცენტრს მეხანძრე მაშველი ლევანი შოთნიაშვილი ესტუმრა და სერვისით მოსარგებლეებს სახანძრო უსაფრთხოების და ხანძრის დროს ქცევის წესების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.

მსგავსი ტიპის აქტივობები პერსონალისთვის და სერვისით მოსარგებლეებისთვის წელიწადში ორჯერ ტარდება და საგანგებო სიტუაციებში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად.