ყოველწლიურ ტრადიციად გვექცა ჩვენი სერვისით მოსარგებლეების ვიზიტი
ბათუმის დელფინარიუმში.
სეზონის დადგომასთან ერთად ქუთაისის, ბაღდათის, სამტრედიისა და თერჯოლის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრები, ადგილობრივი
თვითმმართველობების მხარდაჭერით, ბათუმს სტუმრობენ, ესწრებიან დელფინების
შოუს, ეცნობიან აჭარის ღირსშესანიშნაობებს, ტკბებიან ბათუმის მშვენიერი ბულვარით
და სანაპიროზე ზღვის ხმაურით…
დელფინარიუმში ვიზიტი განსაკუთრებულად დაუვიწყარია ხოლმე ბავშვებისთვის,
დელფინების შოუ ბევრ დადებით ემოციას იწვევს მათში.
ჩვენი სერვისით მოსარგებლეებისთვის დაუვიწყარი ემოციების ჩუქებას,
ტრადიუციულად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბათუმის დელფინარიუმი
Batumi Dolphinarium–ის დირექციის თანადგომით ვახერხებთ. მათთან უკვე მრავალი
წელია ვმეგობრობთ და ყოველთვის მზად არიან თბილად გვიმასპინძლონ.

