დასრულდა ინგლისური ენის სასაუბრო კურსის მეორე ჯგუფის შეხვედრები

ორგანიზაციის მოხალისეებმა მონიკამ და სარამ, მშობლები, ინგლისური ენის პედაგოგები და პირველი ჯგუფის მონაწილეები მოიწვიეს და ორთვიან სამუშაო პროცესთან ერთად, თავიანთი 10 თვიანი მუშაობა და საქართელოში გატარებული საინტერესო დღეები შეაჯამეს.

კურსის მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებაზე სასიამოვნო განწყობა ახალგაზრდული მოძრაობა Positive Virusის ბენდის წევრებმა რამდენიმე მუსიკალური ნომრით შექმნეს.

შეხვედრის ბოლოს, ბავშვებთან ერთად ტორტი გაჭრეს და ერთმანეთს საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ.

ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის მონიკას და სარას საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის

ასევე კოლეჯ „იბერიას“ სივრცის დათმობისთვის.