დაბადების დღის აღნიშვნა

დღეს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“ ბედნიერი და მხიარული დღე გვქონდა – ახალი მეგობრები გავიჩინეთ.

ცენტრს ფიქრია მანდარია, შვილთან ერთად ესტუმრა და დაბადების დღის აღნიშვნა ჩვენს ბავშვებთან ერთად გადაწყვიტა.

ბავშვებმა ახალ მეგობარს დიდი სიყვარულით მიულოცეს იუბილე, მასთან ერთად ჩაიფიქრეს ფერადი სურვილები და ტორტი ჩააქრეს.

თუ კი ჯადოსნურ სამყაროს, გულწრფელ ღიმილს, მოლოცვებს და დიდხანს დასამახსოვრებელ წუთებს ეძებ და გინდა სამყაროს გაჩენისთვის მადლიერება გაუგზავნო, უკეთეს ადგილს ვერსად იპოვი.

ორგანიზაცია უერთდება ბავშვების მხიარულებას, მილოცვებს, კეთილ და გულწრფელ სურვილებს და ფიქრია მანდარიას ულოცავს დაბადების დღეს, ასევე მადლობას უხდის ამ მნიშვნელოვანი დღის ჩვენთან აღნიშვნისთვის და ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემისთვის.