უშანგიმ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა კოლეჯში „პროგრესი“, საბანკო საქმისა და მენეჯმენტის მიმართულებით განაგრძო.
მას ავტომობილის მართვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე.
2025 წლიდან უშანგი ორგანიზაციის „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ გუნდს შემოუერთდა და პასუხისმგებელია ბაღდათში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებაზე.

