სალომემ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალობის კვალიფიკაციით დაასრულა.
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე საქმიანობა ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე დაიწყო. პარალელურად, გაიარა ქცევის მართვისა და გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) საბაზისო კურსი, ასევე ტრენინგი – „ABA ბუნებრივ გარემოში: ეფექტური ინტერვენცია ეთნიკური საკითხებისა და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით“. რეაბილიტაციის მართვისა და დაგეგმვის მიმართულებით მან პროფესიული კვალიფიკაცია პრაღაშიც აიმაღლა.
სალომეს ფიზიკურ და ქცევით თერაპევტად მუშაობის გამოცდილება აქვს. სალომე ორგანიზაციას ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, 2026 წლის 1 მაისიდან შემოუერთდა. თერაპიულ პროცესში იგი ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. ინდივიდუალური განვითარების გეგმის განხორციელებისას, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა.

