ნინომ საგურამოს საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2018 წელს მონაწილეობდა World Vision Georgia–ს პროექტში „SKYE“, რომლის ფარგლებში მიიღო მრავალმხრივი არაფორმალური განათლება. 2019 წელს იმავე პროექტში იყო 13–17 წლის მოზარდთა ჯგუფის ფასილიტატორი. გუნდთან ერთად განახორციელა ინიციატივა „წიგნები ბიბლიოთეკას“, რის შედეგადაც საგურამოს ბიბლიოთეკას მაკულატურის შეგროვებით 30-მდე ახალი წიგნი შეემატა.
2025 წელს ნინომ კავკასიის სამართლის აკადემიაში ერთთვიანი ტრენინგ – კურსი გაიარა კრიმინალურ ფსიქოლოგიაში. ამავე წელს დაასრულა კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის მიერ ორგანიზებული ტრენინგი – ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპები და განხორციელება.
ნინო ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს 2025 წლიდან შემოუერთდა და ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციას იკავებს საგურამოში. მისი საქმიანობა მოიცავს 0–7 წლის ბავშვების განვითარების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებას, შესაბამისი ვიზიტების ჩატარებას და კომუნიკაციური, კოგნიტური, მოტორული და სოციალური უნარების გაძლიერებას. ნინო აქტიურად თანამშრომლობს ოჯახებთან და მულტიდისციპლინურ გუნდთან, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს და ეფექტურს ხდის მის მუშაობას.

