ნინო ქუთაისში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ აკადემიური განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მედიცინის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობა მიიღო არაერთ ტრენინგსა და საგანმანათლებლო პროგრამაში. ჩართული იყო World Vision Georgia–ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, თემაზე – ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ინკლუზიური განათლება და რთული ქცევის მართვა.
დაეუფლა ენისა და მეტყველების საბაზისო კურსს და 2022 წლიდან პროფესიული საქმიანობა გააგრძელა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში, ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე. დამატებით გაიარა კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის ორგანიზებული ტრენინგი — „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპები და განხორციელება“ (პრე-ბაზისური კურსი), ხოლო მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა ქცევის მართვის საბაზისო კურსს.
2014 წლიდან იკავებს საბავშვო ბაღის მენეჯერის პოზიციას.
ნინო 2023 წლიდან ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს შემოუერთდა ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
იგი პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობს თანამედროვე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომებით. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს ბავშვებსა და ახალგაზრდებს კომუნიკაციის, თვითგამოხატვისა და ემოციური რეგულაციის უნარების განვითარებაში.

