ნინომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან პროფესიული ცოდნა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაიღრმავა და სხვადასხვა ტრენინგ-კურსში მიიღო მონაწილეობა. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მუშაობა საკრაულის საჯარო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი ზეგნის პირველ საჯარო სკოლაში განაგრძო საქმიანობა, სადაც დღემდე სპეციალურ მასწავლებლად მუშაობს.
ნინომ წარმატებით გაიარა გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) საბაზისო სასერტიფიკატო კურსი. 2026 წლის აპრილიდან იგი ორგანიზაციის „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ გუნდის წევრია და ქცევით თერაპევტად მუშაობს.
ამჟამად ნინო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლობს.

