ნატო ფლობს განათლების აკადემიური დოქტორის ხარისხს (პედაგოგიკის ისტორია და თეორია). იგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელია. ნატო ასევე მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ავტორი, მკვლევარი და ექსპერტია.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ინკლუზიური, ადრეული და სკოლამდელი განათლების, ბავშვთა უფლებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებებს. წლების განმავლობაში იგი თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის UNICEF-თან, USAID-თან და Erasmus+-თან, ასევე სამინისტროებსა და საგანმანათლებლო ცენტრებთან. არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.
2026 წლის მაისიდან ნატო ოთხი წლის ვადით იკავებს ორგანიზაციის „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის პოზიციას.

