ნანული ამჟამად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.
პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გავლილი აქვს ენისა და მეტყველების თერაპიისა და გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) საბაზისო სასერტიფიკატო კურსები. ასევე, აქტიურად მონაწილეობს ბავშვის განვითარებისა და ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ ტრენინგებში.
ნანულის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ პედაგოგად მუშაობდა, ამჟამად კი იმავე ცენტრში ქცევის თერაპევტია. პროფესიულ საქმიანობაში ნანული განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას და მის განვითარებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურად მორგებული თერაპიული პროცესის წარმართვას.

