ნანა 1977 წლის 18 ივნისს დაიბადა. დაამთავრა ქალაქ ბაღდათის პირველი საშუალო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც შესაბამისი აკადემიური განათლება მიიღო.
პროფესიული განვითარების ფარგლებში მოიპოვა უფროსი პედაგოგის სტატუსი. სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში უფროსი პედაგოგის პოზიციაზე.
2025 წლიდან დასაქმებულია ქუთაისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“ პედაგოგის პოზიციაზე.

