ნანა ქუთაისში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში, პედაგოგიკის ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამთვიანი ტრენინგი „ეროვნული სკოლა“, MAC Georgia–ს ტრენინგ–პროგრამა თემაზე — სპეციალური საჭიროებები და ინტერვენციის მეთოდები. გავლილი აქვს 200-საათიანი სტაჟირება დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“. დამატებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგებით დაეუფლა ინკლუზიური განათლებისა და რთული ქცევის მართვის თეორიულ ცოდნას.
2016–2019 წლებში ნანა მუშაობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგისა და კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.
2023 წლიდან დასაქმებულია ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „დიმნა“ პედაგოგის პოზიციაზე. ნანა გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, ინკლუზიური განათლების პრინციპების ერთგულებითა და ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომით.

