ნადია 1995 წელს, ვანიში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიული განათლება მიიღო კოლეჯ „იბერიაში“, სადაც დაეუფლა მკერავისა და სტილისტის პროფესიას.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს MAC Georgia–ს ტრენინგები, რამაც ხელი შეუწყო მის პროფესიულ და პრაქტიკულ განვითარებას.
2023 წლიდან ნადია დასაქმებულია ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „დიმნა“ პედაგოგის ასისტენტის პოზიციაზე. იგი გამოირჩევა პასუხისმგებლობით, გულისხმიერებითა და სერვისით მოსარგებლეების ინდივიდუალური საჭიროებებისადმი ყურადღებიანი მიდგომით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი განვითარების პროცესს.

