მარიამ შალამბერიძე

მოხალისე

ბიოგრაფია

მარიამი, 2009 წლის 23 ივნისს, დაიბადა. სწავლობს ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლაში და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასწავლო პროცესთან ერთად აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მონაწილეობდა სკოლის თვითმმართველობის საბჭოს შეხვედრებსა და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა.

გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის მედია და ციფრული წიგნიერების კურსები (MDF და UNAG), ასევე ენერგოეფექტურობისა და მწვანე შენობების მოდელთან დაკავშირებული პროგრამა, რომელიც აკადემია Applied Eco Innovation-ის მიერ, ევროკავშირისა და UNDPის მხარდაჭერით განხორციელდა. აქტიურად მონაწილეობს „Unity in Diversity“-ის შეხვედრებში ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.

ამჟამად არის მოხალისე ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“, სადაც ბავშვებთან ურთიერთობითა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობით ხელს უწყობს მათ განვითარებასა და მხარდაჭერას.

მარიამ შალამბერიძე მუდმივად ზრუნავს პიროვნულ და ლიდერულ განვითარებაზე და მომავალში გეგმავს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას, რათა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების განვითარების პროცესში გამოიყენოს.