მარიამ ლომიძე

მოხალისეების მენტორი

ბიოგრაფია

მარიამმა აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. იგი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. ხოლო თარჯიმან-რეფერანტის მაგისტრის წოდება ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა.

მარიამს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო სექტორში ოფისის მენეჯერის, პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის და თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობდა.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად მარიამი ჩართული იყო სხვადასხვა ტრენინგ და საგანმანათლებლო პროგრამაში.

ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს 2024 წელს შემოუერთდა. ის ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტის მონაწილეების (მოხალისეების) მენტორის პოზიციაზეა დასაქმებული.