მარიამი ზუგდიდში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ აკადემიური განათლება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ფსიქოლოგიის მიმართულებით, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ადამიანის განვითარების, ქცევისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები.
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არაერთ ტრენინგსა და საგანმანათლებლო პროგრამაში იყო ჩართული. წარმატებით გაიარა სასერტიფიკატო კურსი მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრში „ლოგომედი“. ასევე დაესწრო ტრენინგ–კურსს თემაზე — „კითხვის სირთულის შეფასება 6–11 წლის ბავშვებში“, მირებული ცოდნა მარიამს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რომ მისი პრაქტიკული საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.
2022 წლიდან მარიამი დასაქმებულია ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის, მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე. აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად შეაფასოს თითოეული ბავშვის საჭიროებები, შეიმუშაოს შესაბამისი სამუშაო გეგმა და ხელი შეუწყოს მეტყველების, კომუნიკაციისა და აკადემიური უნარების განვითარებას.
მისი საქმიანობა ეფუძნება პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ეფექტური კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებასა და მეტყველების სირთულეების დაძლევაში.

