მარიამი მცხეთაში დაიბადა, უმაღლესი აკადემიური განათლება თბილისის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ – სეუში მიიღო, განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით.
მარიამი 2024 წლიდან საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ პედაგოგის ასისტენტის პოზიციას იკავებს. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ–კურსი, რაც ხელს უწყობს მისი პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას.
დღის ცენტრში მისი საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო-განმავითარებელი პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად წარმართვისთვის ხელსაყრელი გარემოსა და პირობების უზრუნველყოფას. იგი მუდმივად აკვირდება სერვისით მოსარგებლეთა მდგომარეობას, უზრუნველყოფს მათზე ზრუნვასა და საჭირო კონტროლს, აქტიურად მონაწილეობს, ინდივიდუალური განვითარების გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების პროცესში, ფუნქციონალური და საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარებასა და განმტკიცებაში.
მარიამი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიული ეთიკის დაცვით. მისი საქმიანობა ორიენტირებულია სერვისით მოსარგებლეების შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებაზე და მათთვის უსაფრთხო, მხარდამჭერი და სტაბილური გარემოს შექმნაზე.

