მალვინა, 1970 წლის 17 იანვარს, ქუთაისში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც დაეუფლა ექთნის სპეციალობას.
ექთნის პოზიციაზე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უნარები შეიძინა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და პროფესიული განვითარების პროგრამა.
2025 წლიდან დასაქმებულია ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის, ქუთაისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“ ასისტენტის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

