მაია ხვადაგიანი

ბუღალტერი

ბიოგრაფია

მაიამ სკოლის დასრულების შემდგომ აკადემიური განათლება ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო.

მაიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობდა შპს  „აუდიტ სერვის ცენტრში“ სამედიცინო დაწესებულების შიდა აუდიტის პოზიციაზე, ბოლო 15 წლის  მანძილზე მუშაობდა  სს “ევექსის კლინიკების”  ადმინისტრაციული და ფინანსური  მენეჯერის  პოზიციაზე.

სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის პარალელურად იმაღლებდა კვალიფიკაციას საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში. მიღებული აქვს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდის წევრი ის, 2022 წლის 1 ნოემბრიდან არის, როგორც ფინანსური მენეჯერის ასისტენტი.

ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდის წევრი მაია 2022 წლიდან გახდა. მისი მოვალეობა ფინანსური საქმიანობის პროცესებში ჩართვა და ცალკეული პროექტების ფინანსური საქმიანობის მართვაა.