ლია ნარიმანიძე

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი

ბიოგრაფია

ლიამ  სულხან-საბა ორბელიანის  სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც მიიღო ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით ესთეტიკური აღზრდის მეთოდისტის კვალიფიკაცია,  ასევე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

მისი პროფესიული განვითარება მოიცავს არტთერაპიას ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში, ინკლუზიური განათლების პრინციპებს, ქცევის მართვას, ტრავმირებულ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკას, პროექტების მომზადებასა და თანამედროვე კომპიუტერულ და გრაფიკულ პროგრამებს.

ის სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო როგორც საჯარო სკოლებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დღის და რეაბილიტაციის ცენტრებში. იგი იყო ხარისხის მართვისა და ესთეტიკის კათედრის თავმჯდომარე, სასკოლო გამოცემის რედაქტორი, უფროსი მეთოდისტი,ინფორმატიკისა და მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი.

დაჯილდოებულია არაერთი სიგელითა და დიპლომით პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის. იგი ასევე არის მეთოდური გამოცემის — გასაფერადებელი წიგნის „ვინ უკეთ გამაფერადებს“ ავტორი (გამომცემლობა „დიოგენე“).

ამჟამად საქმიანობს ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრში თერაპევტის პოზიციაზე.

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს  2025 წელს შემოურთდა საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგად,  საქმიანობას ინტეგრირებული მოდელით ახორციელებს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, საგანმანათლებლო დიდაქტიკას და არტთერაპიულ მიდგომებს. მისი მოვალეობაა ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების დაგეგმვა და განხორციელება.