ირმას ფინანსური ადმინისტრირების 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ის ორგანიზაციის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, დაარსების დღიდან ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ირმას პასუხისმგებლობაში იყო ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა, მიმდინარე პროექტების ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება.
სხვადასხვა დროს ის ცალკეული პროექტების ფარგლებში „World Vision” საქართველოს, ჰუმანიტარულ ცენტრის „აფხაზეთი“ და ტელეკომპანია „მეგა TV”-ის ფინანსური მენეჯერი იყო. მუშაობდა შპს „აუდიტ–სერვის ცენტრში“ და შპს „ენერგოტესტში“ ბუღალტრის პოზიციაზე.
ირმას აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება. პროფესიული გამოცდილების მანძილზე, ის კვალიფიკაციის ასამაღლებელ არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა.
ირმა ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს 2024 წლის დეკემბრიდან შემოუერთდა და პასუხისმგებელია ორგანიზაციის ბუღალტრულ მომსახურებაზე.

