ია ლომსიანიძე

ენისა და მეტყველების თერაპევტი

ბიოგრაფია

იამ სკოლის დასრულების შემდგომ, აკადემიური განათლება ა. ჩხარტიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის განხრით განაგრძო.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად მან არაერთ ტრენინგსა და მოკლე საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

მისი სამუშაო  გამოცდილება, როგორც მეტყველების თერაპევტი  2016 წლიდან დაიწყო.

ია ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის  მეტყველების თერაპევტის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. იას ამ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს  დაეხმაროს ბავშვებს დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია გარშემომყოფებთან და დაძლიონ მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები.