იარა კელერი

მოხალისე

ბიოგრაფია

იარა  გერმანიაში სწავლობდა, სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული მცირე მოხალისეობრივ პროექტებში. სწორედ ამ გამოცდილებამ დაანახვა, რომ მისი მთავარი გატაცება ბავშვებთან მუშაობაა.

2025 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის (ESC) ფარგლებში, იგი საქართველოში ჩამოვიდა და შეუერთდა ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს და მოხალისედ აგრძელებს საქმიანობას. მისი მიზანია პროფესიული განვითარება, ახალი გამოცდილების მიღება და იმ ინტერესების გაღრმავება, რომლებიც ბავშვებთან მუშაობას უკავშირდება.

ორგანიზაციაში იგი აქტიურად არის ჩართული დღის ცენტრების საქმიანობაში, გეგმავს და ახორციელებს სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებს, ხოლო ქუთაისში ბავშვებისთვის ატარებს ინგლისური და გერმანული ენების სასაუბრო უნარების გასაუმჯობესებელ კურსებს. მისი საქმიანობა ორიენტირებულია ბავშვების განვითარების ხელშეწყობაზე, მოტივაციის გაზრდასა და მათთვის უსაფრთხო და შემოქმედებითი გარემოს შექმნაზე.