თეონა ხაბურზანია

ენისა და მეტყველების თერაპევტი

ბიოგრაფია

თეონამ სკოლის დასრულების შემდგომ, აკადემიური განათლება დავით გურამიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე გააგრძელა.

მას მრავალ წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, რომელიც 2004 წლიდან იწყება. 2004 – 2005 წლებში ის ზუგდიდის რეაბილიტაციის ცენტრში იყო დასაქმებული, 2005 – 2015 წლებში კი ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკაში. 2020 წლიდან თეონა განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდის წევრი გახდა.

ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის  მეტყველების თერაპევტის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. მას მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს  დაეხმაროს ბავშვებს დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია გარშემომყოფებთან და დაძლიონ მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები.