თეიმურაზი თერჯოლაში დაიბადა. ზედა სიმონეთის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, იმავე წელს სწავლა განაგრძო ქუთაისიის პოლიტექნიკურ სასწავლებელში.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ პროფესიული საქმიანობა დაიწყო ქუთაისის ავტოქარხანაში, სადაც რვა წლის განმავლობაში მუშაობდა. შემდგომ საქმიანობა გააგრძელა თერჯოლის შამპანიურისა და ღვინის ქარხანაში „შამპანიური“, სადაც მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება შეიძინა.
2015–2020 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში მძღოლის პოზიციაზე, გაიღრმავა პროფესიული უნარები და პრაქტიკული გამოცდილება ტრანსპორტირების სფეროში.
2025 წლიდან დასაქმებულია ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისათვის, თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“, მძღოლის პოზიციაზე. თეიმურაზი გამოირჩევა პასუხისმგებლობით, სანდოობითა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებით.

