თეა მინაძე

დღის ცენტრის პედაგოგი

ბიოგრაფია

თეამ ქუთაისის შრომითი აღზრდის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლებისა და პედაგოგიკა-მეთოდიკის სპეციალობა დაამთავრა. ამასთანავე, მას მუსიკალური განათლებაც აქვს მიღებული.

თეას პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის N1 ბაგა-ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობდა.

2026 წლის ივლისიდან თეა ორგანიზაციის „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ გუნდს შემოუერთდა და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში პედაგოგის პოზიციას იკავებს.