თეა ზუგდიდში დაიბადა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის პედაგოგის სპეციალობით მიიღო. ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
აკადემიური განათლების გარდა, თეა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგში, სემინარსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამაში, რაც მის პროფესიულ განვითარებასა უწყობს ხელს და მის მუშაობას უფრო ეფექტურს ხდის.
მისი სამუშაო გამოცდილება, 2002–2004 წლებში, პედაგოგის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო.
2015–2016 წლებში დასაქმებული იყო პრობლემური აქტივების ბიუროში.
2023 წლიდან თეა არის ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის სერვისების ორგანიზატორი და ადმინისტრაციული ასისტენტი ზუგდიდში. აღნიშნულ პოზიციაზე იგი უზრუნველყოფს სერვისების ეფექტიან დაგეგმვასა და კოორდინაციას, სერვისით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

