თამუნა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავაზში დაიბადა. უმაღლესი განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიიღო.
პროფესიული განვითარების მიზნით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგსა და სემინარში. დღემდე აქტიურად აგრძელებს მონაწილეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში.
2017 წელს მუშაობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაქვემდებარებულ დუშეთის პანსიონატში დაიწყო. ამავე წელს პედაგოგის პოზიციაზე დასაქმდა საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“.
2021 წლიდან დღემდე თამუნა ამავე ცენტრში სერვისების ორგანიზატორისა და ადმინისტრატორის პოზიციებს იკავებს.
მისი ფუნქციები მოიცავს ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით და განხორციელების კოორდინაციას, სოციალურ მუშაკებთან აქტიურ თანამშრომლობას სერვისით მოსარგებლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე სამუშაო პროცესის ადმინისტრირებასა და შიდა მონიტორინგის უზრუნველყოფას.

