თამარ კახობერაშვილი

დღის ცენტრის პედაგოგი

ბიოგრაფია

თამარმა სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც მიენიჭა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ბაკალავრის ხარისხი.

თამარი 2025 წლიდან საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ პედაგოგია.

მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სერვისით მოსარგებლეთა აკადემიური უნარების განვითარებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. თამარი აქტიურად მონაწილეობს თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების პროცესში. იგი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს მაღალი პასუხისმგებლობით და ზრუნავს ბენეფიციართა უნარების სწორ და თანმიმდევრულ განვითარებაზე.