თამარ კასრაძე

დღის ცენტრის პედაგოგი

ბიოგრაფია

თამარი ცხინვალში დაიბადა. აკადემიური განათლება თბილისში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში მიიღო. ასევე ფლობს სამედიცინო განათლებას ექთნის პროფესიით, რაც მის პროფესიულ საქმიანობას დამატებით მრავალმხრივ კომპეტენციას სძენს.

აკადემიური განათლების გარდა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თამარს გავლილი აქვს არაერთი სასერტიფიკატო კურსი და სატრენინგო პროგრამა, მათ შორისაა ორგანიზაცია MAC Georgia–ს სატრენინგო პროგრამა ,,ინკლუზიური განათლება“, ,,სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია“, ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის მიერ ორგანიზებული ტრენინგი –,,ადრეული განვითარება და სწავლების მეთოდოლოგია“, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი – ,,დისტანციური სწავლებისას არსებული გამოწვევების დაძლევის მეთოდები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას“.

მისი სამუშაო გამოცდილება  1984 წლიდან იწყება და მოიცავს მრავალწლიან პრაქტიკას. თამარი მუშაობდა ცხინვალის N2 საბავშვო ბაღში, ასევე იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძარწენის საბავშვო ბაღის გამგე.

2018 წლიდან დღემდე მუშაობს საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ პედაგოგის პოზიციაზე.

მისი საქმიანობა მოიცავს ბავშვებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას, მათი განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური გეგმების შედგენა-განხორციელებას. იგი ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებასა და პოტენციალის სრულ გამოვლენას.