თამარ აბულაძე

იმერეთის ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

თამარი  ქუთაისში 1996 წლის 16 მაისს დაიბადა. დაასრულა ქუთაისის შპს N1 სკოლა „გოქაძე“. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში – ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე  განაგრძო.

სწავლის პარალელურად ის აქტიურად ზრუნავდა პროფესიულ განვითარებაზე და არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი და ტრენინგი გაიარა, მათ შორის:

  • კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსი;
  • ქცევის მართვისა და ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) საბაზისო კურსი (მოიცავს რთული ქცევის მართვისა და ქცევის მართვის სტრატეგიებს);
  • ლოგოპედიის შემსწავლელი კურსი;
  • სენსორული ინტეგრაციის კურსი;

მუშაობდა  როგორც რეაბილიტაცია-აბილიტაციის, ასევე   ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრებში.

2025 წლიდან მუშაობა დაიწყო  ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის იმერეთის დღის ცენტრების ფსიქოლოგად.

მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს ეფექტურად იმუშაოს ბავშვებთან, ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ მათგანს და გამოიყენოს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები.