ელზა 2018 წლიდან თერჯოლაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ პედაგოგის ასისტენტია. ელზას პასუხისმგებლობაა ბენეფიციართა ფუნქციური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახული ამოცანების განხორციელების პროცესში მონაწილეობა და პედაგოგის დახმარება.