ელენე ღონღაძე

ენისა და მეტყველების თერაპევტი

ბიოგრაფია

ელენე, 1998 წლის 10 ივლისს, ზესტაფონში  დაიბადა. საშუალო განათლება ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში მიიღო. სასკოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში — მონაწილეობდა პროექტებში, ღონისძიებებსა და გუნდურ მუშაობაში.

სკოლის დასრულების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, დაწყებითი განათლების მასწავლებლის სპეციალობაზე.

სწავლის პერიოდში გაიარა პრაქტიკა ინკლუზიური და დაწყებითი განათლების მიმართულებით. იგი იყო საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელი და აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და ტრენინგებში.

2024 წელს დაასრულა მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის „ლოგომედი“ მიერ ორგანიზებული  ენისა და მეტყველების თერაპევტის მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.

2024 წლიდან მუშაობს ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის ენისა და მეტყველების თერაპევტად, ქალაქ თერჯოლაში.

მისი პროფესიული საქმიანობა მიმართულია ბავშვების მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების გამოყენებით.

2025 წელს ელენე ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, სადაც აგრძელებს პროფესიულ განვითარებას.