ეკა ჩხეიძე

დღის ცენტრის პედაგოგი

ბიოგრაფია

ეკა 1987 წელს, ბაღდათში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კულტურული ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.

პროფესიული განვითარების მიზნით ეკამ გაიარა არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი, რაც ხელს უწყობს მის საქმიანობაში თანამედროვე და ეფექტიანი მიდგომების დანერგვას.

2023 წლიდან იგი არის ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ პედაგოგი. მუშაობის პროცესში იგი ორიენტირებულია სერვისით მოსარგებლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაზე, მათი უნარების განვითარებასა და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე.