დარიკო ცხინვალში დაიბადა, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1992 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა ავნევის საშუალო სკოლაში სამნეო ნაწილის გამგედ.
2008–2010 წლებში – კოორდინატორად ნორვეგიისა და შვედეთის საბჭოში, ხოლო 2018 წლიდან დღემდე მუშაობს საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში ,,იალონი“ პედაგოგის ასისტენტის პოზიციაზე.
დარიკო თავისი პოზიციიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო–განმავითარებელი პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ხელსაყრელი გარემოსა და პირობების შექმნას, სერვისით მოსარგებლეთა მდგომარეობის მუდმივ დაკვირვებას, ზრუნვასა და კონტროლს, მათი ფუნქციური, საყოფაცხოვრებო უნარჩვევების განვითარებისა და გამომუშავების ხელშეწყობას, თითოეულ მათგანზე ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახული ამოცანების განხორციელების პროცესში მონაწილეობას.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დარიკომ გაიარა არაერთი ტრენინგი და სასერტიფიკატო კურსი. მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის არის: MAC Georgia–ს სატრენინგო პროგრამა ,,ინკლუზიური განათლება“, ,,სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია“, ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში -,,ადრეული განვითარება და სწავლების მეთოდოლოგია“, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში – ,,დისტანციური სწავლებისას არსებული გამოწვევების დაძლევის მეთოდები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას“.
აქვს Delour-ის სერტიფიკატი ,,სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის დაცვის“ საკითხებში.

