დალი არსენიძე

ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დალი ქუთაისში დაიბადა. უმაღლესი აკადემიური განათლება თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ფსიქოლოგიის მიმართულებით მიიღო.

ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

სრული დაფინანსებით ჩააბარა თურქეთში, ბურსას ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე. ამჟამად  საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აქტიური სტუდენტი და EAGT-ს ასოციაციის ასოცირებული წევრია.

გარდა აკადემიური განათლებისა, დალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის არაერთი ტრენინგი და კურსი აქვს გავლილი, დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში. ის ასევე არის სერტიფიცირებული ენისა და მეტყველების და ქცევითი თერაპევტი.

მისი პროფესიული სამუშაო გამოცდილება 2024 წლიდან იწყება.

2024 წლიდან დღემდე დალი ფლობს კლინიკურ გარემოში მუშაობის 300 საათიან პრაქტიკულ გამოცდილებას, მათ შორის ფსიქიატრის ასისტირებისა და პაციენტთა მონიტორინგის მიმართულებით.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს კლინიკებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადრეული, ნეირო და შშმ ბავშვთა და პირთა ცენტრებს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ,,ფსიქეა“, ნეიროგანვითარების ცენტრში ,,მეტამორფოზა“, ამონაშვილის აკადემიაში.

დალი 2024  წლის მარტიდან დღემდე  მუშაობს ორგანიზაციაში ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში ,,იალონი“ ფსიქოლოგის პოზიციაზე და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევს დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეებს, ასევე ეხმარება ცენტრის სპეციალისტებს მუშაობის პროცესში.

„იალონში“ მუშაობის პარალელურად დასაქმებულია კლინიკაში ,,სანმედი“ და ადრეული განვითარების ცენტრში ,,გენიოსი“ ფსიქოლოგის პოზიციებზე.