ანა დაიბადა ქალაქ ზესტაფონში.
2018 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი.
უნივერსიტეტის პერიოდში აქტიურად გადიოდა პრაქტიკებს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან.
2018 წელს წარმატებით გაიარა კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის მიერ ორგანიზებული ტრენინგი – ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპები და განხორციელება, ამავე წელს იკავებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციას.
2019 წელს გაიარა კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის მიერ ორგანიზებული რთული ქცევის მართვის შემსწავლელი კურსი, მუშაობს რთული ქცევის მართვის სპეციალისტად ამავე წლიდან დღემდე.
2019 წლიდან 2021 წლამდე აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.
2021 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით იღებს მონაწილეობას სპეციალური მაწავლებლის პროფესიული განვითრების შემსწავლელ კურსში.
2022 წელს პოლონეთის ტჩევის სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადამზადდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის სხვადასხვა ასპექტებში.
2022 წელს იმაღლებს კატეგორიას და ეუფლება ადრეული განვითარების სუპერვიზიის სტატუსს.
2023 წლიდან დღემდე კი სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობს პროგრამის სუპერვიზორის პოზიციაზე.
ორგანიზაციას ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდს შემოუერთდა 2024 წლიდან ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორის პოზიციაზე.

