გრანტის ხელმოწერა ბულგარეთის განვითარების დახმარებასთან

წლის 2 აპრილს სოფიო კუპატაძემ, HEAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხელი მოაწერა საგრანტო ხელშეკრულებას Bulgarian Development Aid-თან, ბულგარეთის საელჩოში თბილისში.

პროექტი „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის მოვლისა და თერაპიის გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ შესაძლებელს გახდის ბაღდათში გაიხსნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულთა დღის ცენტრი და ამით ხელი შეეწყოს ჯანსაღი, მდგრადი და თანამედროვე ყოველდღიური მომსახურების, სასწავლო და თერაპიის გარემოს განვითარებას ბაღდათში/იმერეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

დღის ცენტრისა და თერაპიის ცენტრის დაარსება იქნება პირველი პრეცედენტი მუნიციპალიტეტში და ითვალისწინებს არა მხოლოდ მზრუნველობით მიდგომას, ის მიზნად ისახავს სერვისით მოსარგებლეთა მხარდაჭერას და სწავლებას, რათა მათ მიეცეთ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

ჩვენთვის პატივია და მადლობელი ვართ, რომ მოგვეცა ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა და მზად ვართ თანამშრომლობისთვის.