2024 წლის 19 აპრილს, სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“, პროექტის „საჭიროებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარე სივრცე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის“ ფარგლებში, დასკვნითი გალა–საღამო გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ინკლუზიის ცენტრის გარე სივრცის მოწყობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. საღამოზე მოწვეული იყვნენ დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე და არიან ჩვენი მხარდამჭერები. მსუბუქი ლანჩის, ბაიას ჭიქა ღვინისა და მომღერალი ქეთი თურქაძის მუსიკის თანხლებით, სტუმრებისთვის პროექტის პრეზენტაცია და მიღწეული შედეგების წარდგენა მოხდა. საღამოს უძღვებოდა მოწვეული წამყვანი დათო ლიკლიკაძე. მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა და სოციალური საწარმოების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობას იღებდნენ: „LaLa_T“, „M.b handmade“, „უზარელი-Uzareli“, „მარგარიტა“, “ფარშევანგი”. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრების – ქრისტინე რობაქიძის, მარიამ სიმაშვილის, ნესტანი ავალიანის, გოჩა ბაღათრიშვილის და ხვიჩა ვაშაყმაძის (ნახატები საქველმოქმედო მიზნებისთვის უსასყიდლოდ გადასცეს ორგანიზაციას) ნახატები, რომლებიც აუქციონის წესით გაიყიდა. გათამაშდა ლატარია კომპანიების – ჩანთების მაღაზია “ბეგმანია“, სპორტ დარბაზი „გალილეო“, სპორტ დარბაზი „X AREA“, სასტუმრო „პრომეთე“, ბარ–რესტორანი „ბარაქა“, ბარ–რესტორანი „მუზეუმი“, ბარ–რესტორანი „ინტრო“, ბარ–რესტორანი „პალატი“, კაფე „გლიცინია“, რესტორანი „სახლში“, „პლატინიუმი – ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი“ მხარდაჭერით. გაიყიდა ორკოლ სტუდიოს, Cosmo • კოსმო–ს, Shavdia–ს, LILE handmade–ის ნამუშევრები, რომლებიც უსასყიდლოდ გადმოგვცეს საქველმოქმედო მიზნებისთვის. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, ჩვენ შევძელით ერთობლივი ძალისხმევით 3650 ლარის მოგროვება, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა მიზანს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭეს და სტუმარს, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ყოველდღიურად ვცვლით და უკეთესს ვხდით გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკეთილდღეოდ. გალა-საღამო გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ეროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
European Union in Georgia Konrad-Adenauer-Stiftung საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი #სამოქალაქოსაზოგადოებისინსტიტუტი(CSI) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC Habitat for Equality Achievements and Development – HEAD #ევროპულიპოლიტიკისინსტიტუტი(IEP)