ბაღდათის დღის ცენტრის ბენეფიციარების ექსკურსია

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ ბენეფიციარები ბათუმს ესტუმრნენ. მოინახულეს აკვარიუმი, დელფინარიუმი და დენდროლოგიური პარკი, გაისეირნეს იახტით, დატკბენ ბულვარის მშვენიერებით და სანაპიროზე ზღვის ხმაურით… განსაკუთრებულად დაუვიწყარი მათთვის დელფინარიუმი და მისი ბინადრები იყვნენ, დელფინების შოუმ ბავშვებში ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია, დელფინების შოუს გარდა, აღსაზრდელებმა დენდროლოგიური პარკში იშვიათი ჯიშის ფრინველები და ასწლოვანი ხეები ნახეს. ბავშვებისთვის დაუვიწყარი ემოციების ჩუქება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შევძელით, რომელმაც ბენეფიციარების ტრანსპორტირება უზრუნველყო. ორგანიზაცია ასევე მადლობას უხდის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და დელფინარიუმის დირექციას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, მათთან უკვე მრავალი წელია ვმეგობრობთ და ყოველთვის მზად არიან თბილად გვიმასპინძლონ.