ბავშვთა დაცვის დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნულ სამყაროს“ აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს კაფე – რესტორნების ქსელმა ბარაქა Baraqaმ და ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა ელეონორა არჩაიამ უმასპინძლეს და დღის ცენტრის აღსაზრდელებს დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღე აჩუქეს.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, აუმჯობესებს მათ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს და დადებითად აისახება ბავშვთა ფსიქო–ემოციურ მდგომარეობაზე.