აღდგომის დღესასწაული

მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდა ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მიერ ადმინისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მზადება აპრილის დასაწყისიდან დაიწყო და 17 აპრილამდე გაგრძელდა.

სერვისით მოსარგებლეებმა ხელოვნების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მრავალფეროვანი სააღდგომო ატრიბუტები დაამზადეს და აღდგომის სიმბოლო, კვერცხი შეღებეს.

ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!